2025 წელს, შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2 მარტს, 15:00 საათზე "ავჭალის" სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც წელს სანაკრებო შეკრებაზე ჯერ არ ყოფილან. გიორგი ახალაძე, ნიკოლოზ სუთიძე და გიორგი შველიძე, 2025 წელს, პირველი შეხვედრის გასამართად ემზადებიან. ამ წყვილში რომ ბორჯღალოსნები ფავორიტები არიან ეჭვგარეშეა. ამიტომ, გულშემატკივრებიც ქართველი მორაგბეებისგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან.