ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნეო უნივერსიტეტის "სქილვილ საქართველოში" გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ლაგოდეხში ახალგაზრდების სწავლა დაფინანსდა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 31-მა ახალგაზრდამ აკადემიის სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა. გაიმართა კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.