მტკვარში ავტომობილი გადავარდა - სავარაუდოდ, მსუბუქო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირს შეეჯახა და ხიდიდან მდინარეში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადებს, ამ დროისთვის ავტომობილის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მყვინთავები მუშაობენ.
სხვა დამატებითი დეტალი, ჯერჯერობით, უცნობია.