
უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტმა, უპილოტო საფრენი აპარატებით, ოდესას შეუტია. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ცენტრები. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
რუსეთი თავს დაესხა კრამატორსკსაც. დრონებით იერიშის შედეგად, არიან დაშავებულები.