30 მარტი 2025,   22:32
ვრცლად
სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 წლის ოლიმპიური მოთხილამურე და მისი მამა დაიღუპნენ - შემთხვევა თურქეთში მოხდა

თურქეთში, ბურსას პროვინციაში, სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად 25 წლის ოლიმპიური მოთხილამურე და მისი 57 წლის მამა დაიღუპნენ. ინფორმაციას deily mail-ი ავრცელებს.

დაღუპულები 2024 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ბერკინ უსტა და მისი მამა იაჰია უსტაა, რომელიც თურქეთის სათხილამურო და სნოუბორდის ასოციაციის პრეზიდენტი იყო.

სასტუმრო, სადაც ხანძარი გაჩნდა, მიმდინარე წლის იანვარში ტურისტული საქმიანობის სერტიფიკატის არარსებობის გამო დაიხურა. როგორც ცნობილია, სასტუმროს სერტიფიკატს ვადა გაუვიდა და მისი საქმიანობის ლიცენზია მუნიციპალიტეტს არ განუახლებია.

ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის შედეგად, სასტუმროს შენობა სერიოზულად დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სარემონტო სამუშაოები, ან სამზარეულოში ცეცხლის გაუფრთხილებლად გამოყენება ყოფილიყო. ზუსტი მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები
მეტი