28 მარტი 2025,   13:29
ვრცლად
ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას - ხაზარაძე, რომლის ბანკიც პირდაპირ იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში, თუ ვაშაძე, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში- ქადაგიძე

ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას - ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში თუ ვაშაძე გიორგი, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში,- ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბესო ხარძიანის საქმის განხილვას.

ქადაგიძის თქმით, "ის ნაძირალა "ენჯეოშნიკები" და პოლიტიკური ექსპერტები, ხომ არ დაესწრებოდნენ კომისიის სხდომას, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პეპლებსა და გაზაფხულის ბუნიობაზე წერდნენ დასკვნებს და არ იმჩნევდნენ სააკაშვილის რეჟიმს. ახლა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არიან აზელილები".

"ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას - ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში თუ ვაშაძე გიორგი, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში?

თუ მელია თავისი აღსრულების ბიუროთი, მისი აღმზრდელი გვარამია ან, ელენე ხოშტარია თავისი საგარეო სამინისტროს, გამრუდებული ორიენტირებით?

ან და - ის ნაძირალა "ენჯეოშნიკები" და პოლიტიკური ექსპერტები, რომლებიც მაშინ პეპლებსა და გაზაფხულის ბუნიობაზე წერდნენ დასკვნებს, არ იმჩნევდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ახლა, რადიკალურ ოპოზიციაში არიან აზელილები?!

ამიტომაც, ერთიანად უნდა გასამართლდეს ყველა ნაძირალა - შემკვეთ, შემსრულებელ, შუამავლებიანად,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები
მეტი