24 მარტი 2025,   12:28
ვრცლად
"რეალურად, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ...მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      7 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციაში კი აზრთა სხვადასხვაობაა და ჩამოყალიბება უჭირთ - მიიღებენ თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. ღიად და პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში ჩართვას არ აპირებს. ბარიერგადალახულ სხვა პარტიებში კი აქცენტს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ.

      "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მათ ოპონენტებს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ:

      "რეალურად, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მაგალითად, რომ დააჯგუფეს ერთად ბატონი ხაზარაძე და ბატონი ელისაშვილი, ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ფაქტობრივად, მთელს ოპოზიციას ნაგინები ჰყავს

      გარე დავალება მიიღეს და მოუწიათ ასე დაჯგუფება, შესაბამისად, მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებული. მათი გარე უფროსები მათთვის რომ მოიცლიან, თუ ინსტრუქცია იქნება რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ მონაწილეობის მიღება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

      დღის ამბები
      მეტი