27 მარტი 2025,   00:11
ვრცლად
"ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც მინისტრები მიმოიხილავენ სიტუაციას საქართველოში და, კიდევ ერთხელ, უნგრეთის მხარდაჭერა იქნება გამოხატული საქართველოს მიმართ" - თამარ ლილუაშვ​ილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს ბუდაპეშტში. მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პირველი დიპლომატი, ბუდაპეშტში უნგრელი კოლეგის მიწვევით იმყოფება.

      დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა პიტერ სიიარტოსთან. მაკა ბოჭორიშვილი "ელჩების კონფერენციაში", კოლეგასთან ერთად, პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება. დიპლომატიურ აკადემიაში დაგეგმილია საჯარო ლექციაც.

      "მას საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამბასადორიალზე, სადაც სიტყვით მიმართავს უნგრელ დიპლომატებს. მინისტრს ასევე საშუალება ექნება, სიტყვით მიმართოს და დისკუსია გამართოს დიპლომატიურ ინსტიტუტში, სადაც იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართავს დისკუსიას უნგრელ ახალგაზრდა დიპლომატებთან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიერტოსთან, სადაც მინისტრები მიმოიხილავენ სიტუაციას საქართველოში და, კიდევ ერთხელ, უნგრეთის მხარდაჭერა იქნება გამოხატული საქართველოს მიმართ", - აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვ​ილი.

       

      ავტორი: ნანა გოგატაძე

      დღის ამბები
      მეტი