27 მარტი 2025,   01:13
ვრცლად
რომის პაპი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მომდევნო ორი თვის განმავლობაში პონტიფიკოსი მკურნალობას ვატიკანში გააგრძელებს.

      პნევმონიის დიაგნოზით პაპი რომის საავადმყოფოში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვებამდე ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის საავადმყოფოს აივნიდან მრევლს მიესალმა და შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მრევლს პაპთან შეხვედრისას ხელში ტრანსპარანტები ეჭირა, სადაც არაერთი სახელმწიფოს დროშა იყო გამოსახული. მათ შორის იყო საქართველოს დროშაც.