27 მარტი 2025,   05:38
ვრცლად
მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მიწის ქვემოთ, ვვარაუდობდით, რომ 3 თვე დასჭირდებოდა, ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები - კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გადაცხემა "ღამის კურიერში" დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, მიწის ქვემოთ, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომელიც მომავალ წელს დაიწყება.

      "რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას რაც შეეხება, სიახლეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მიწის ქვემოთ. მიწის ქვემოთ, რუსთაველის გამზირზე არის ერთი კოლექტორი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, რუსთაველის გამზირზე არც სანიაღვრე სისტემა არის, არც წყლის სისტემები არის მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემა არის, ყველაფერი არეულია ერთმანეთში.

      ჩვენ ვვარაუდობდით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა და ვაპირებდით მაისის ბოლოს დაწყებას, თუმცა, ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დრო არის საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და დიდი ხნით მისი დაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში, ამიტომ მომავალი წლისთვის გადაიწევა სამუშაოები," - აღნიშნა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.