28 მარტი 2025,   13:07
ვრცლად
უნდა იცოდნენ, რომ თვითონ სარჩელის შეტანა აბსურდთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ეს 6 გვერდიანი კანონი არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ, ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებს - ლევან მაჭავარიანი საიას სარჩელზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პოლიტიკური შეფასებები გრძელდება საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაწყებულ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის შესახებ".

      არასამთავრობო ორგანიზაციას გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია, მაშინ, როდესაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვეს.

      მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის დასტური, რომ კანონი მესამე სექტორს არ ებრძოდა.

      პოლიტიკური დისკუსიის თემაა ამერიკული "ფარას" კანონიც, რომელზეც ოპოზიცია ამბობს, რომ კანონი ქართულ სტანდარტებს არ შეესაბამება. სახელისუფლებო პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამერიკული კანონმდებლობის შემოღება ოპონენტების მხრიდან სპეკულაციების დასრულებისთვის გადაწყდა.

      "უნდა იცოდნენ, რომ თვითონ სარჩელის შეტანა აბსურდთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ეს ძალიან მარტივი 6 გვერდიანი კანონი არ ეწინააღმდეგება არანაირ სამართლებრივ სტანდარტებს, არანაირ ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებს. ახლა ფიქრობენ, რომ საერთოდ კოპირებულ ამერიკულ კანონსაც შეიძლება დაარქვან რუსული და კიდევ დააჯერონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამას ვერავის დააჯერებენ, გარდა თავისი აქტივისტებისა და იმ ენჯეოს აქტივისტებისა, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

      დღის ამბები
      მეტი