30 მარტი 2025,   15:43
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი - ვინ იქნება ოპოზიციური პარტიებიდან საარჩევნო ბიულეტენზე წარმოდგენილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თვითმმართველობის არჩევნები ყოფილ თანაგუნდელებს შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების საგანი გახდა. ერთი კოალიციის წევრებმა, დღეს, ერთმანეთის პოზიციის შეფასებაზეც კი უარი თქვეს. უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი - "თავისუფლების მოედანი" ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პარტიის წევრებთან და ამომრჩეველთან მსჯელობას გეგმავს. "ლელოს" დღის წესრიგში კი, ჯერაც არ დგას 4 ოქტომბერს ჩანიშნული არჩევნები.

      ოპოზიციური პარტიებისგან საბოლოო პასუხს ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში, რომლის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერ მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ, მაინც ამტკიცებენ, რომ მათ რიგებში აზრთა სხვადასხვაობა არ არის.

      ის, ვინც ჯერ კიდევ მსჯელობს და გადაწყვეტილების მიღებას სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად აანონსებს, გახარიას გუნდია. პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებზე შიდა კონსულტაციებს მართავენ და ამბობენ, რომ საზოგადოებას საბოლოო პოზიციას მოგვიანებით გააცნობენ.

      ვიდრე ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, პარლამენტს მიღმა დარჩენილი "გირჩი" წინა საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ის ჯერჯერობით ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ღიად ამბობს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს.

      მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია უცხოელი პარტნიორების დირექტივით მოქმედებს და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც დავალებას გარე ძალებისგან ელოდება.

      თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი. ვინ იქნება ოპოზიციური პარტიებიდან საარჩევნო ბიულეტენზე წარმოდგენილი, ჯერ ისევ უცნობია.

      დღის ამბები
      მეტი