30 მარტი 2025,   15:38
ვრცლად
საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის შემდეგ, უარი მთავარ საგამოძიებო უწყებას - ხაზარაძე-ჯაფარიძეს, პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურა იბარებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის შემდეგ, უარი მთავარ საგამოძიებო უწყებას - ხაზარაძე-ჯაფარიძეს, პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურა იბარებს. მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის 349-ე მუხლით, რაც "დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის" გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ხაზარაძის პოლიტიკურ პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესაც. 

      მამუკა ხაზარაძე მიზეზების ახსნას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებს. "ლელოს" ლიდერი პროკურატურაში გამიზნულად არ მიდის, როგორც ეს საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში გააკეთა.

      საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არა დაკითხვის ფორმა, არამედ მისი მიზანია. თეა წულუკიანის თქმით, მამუკა ხაზარაძეს მოუწევს, გამოძიებას უპასუხოს - რატომ გაექცა საჯარო პროცესს, რომელიც კონკრეტულ დანაშაულში "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებთან მის თანამონაწილეობას ეხებოდა.

      მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებულია ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა, რადგან მის საკითხზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პროკურატურაში საგამოძიებო კომისიის მიმართვა უკვე შევიდა. "ლელოში" წინასწარ აცხადებენ, რომ მათი ლიდერების პოზიცია ერთმანეთისგან არ განსხვავდება და რომ ჯაფარიძეც, ხაზარაძის მსგავსად, გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს.

      საგამოძიებო კომისიისთვის წინააღმდეგობა რომ კანონით რეგულირდება, ამას მმართველი პარტია ოპონენტებს საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითზეც ახსენებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე მათი მისამართით არსებულ კითხვებს მოგონილი მიზეზებით ვერ გაექცევიან.

      პროკურატურაში საქმე საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სხდომაზე, სადაც "ლელოს" ლიდერები არ მივიდნენ, შპს. მაგნატის საკითხი განიხილებოდა, რომლის ქონებაც, "TBC ბანკის" უშუალო მონაწილეობით, კეზერაშვილის კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. კომისიის სხდომაზე დაზარალებული ბიზნესმენი გამოიკითხა, ჯემალ ლეონიძემ ბიზნესწილების იძულების წესით გადაფორმებაში ბრალი, მათ შორის, სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს დასდო.

       

       

       

       

       

      დღის ამბები
      მეტი