
This is a modal window.
საგარეო საქმეთა მინისტრი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ბალტიის ქვეყნებს ადანაშაულებს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინიმუმ გაუგებარია, რომ ეს ქვეყნები საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ და, პარალელურად, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობაში აქტიურად არიან ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ლატვია, რუსეთისგან სპირტიანი სასმელების შესყიდვის შედეგებით, ხუთეულში შევიდა. ინფორმაციას "ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმა" ავრცელებს. ინტერნეტში არაერთი მონაცემი იძებნება, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური რიგა ოფიციალურ მოსკოვთან ექსპორტსაც აქტიურად ეწევა და ალკოჰოლის შემთხვევაში მიღებული სარგებელი 477 მილიონ დოლარს სცდება.
რუსეთთან გაზრდილი იმპორტის ახსნას სხვადასხვა არგუმენტით ცდილობს ოპოზიცია. პარტიების ნაწილი ლატვიის პოზიციას ამ ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიით ხსნის, ნაწილისთვის კი უფრო მთავარი ისაა, რომ ლატვია უკრაინის მხარდამჭერია.
როგორ ახერხებს ბალტიის ეს ქვეყანა რუსეთთან ვაჭრობის შენარჩუნებასა და, პარალელურად, საქართველოს კრიტიკას რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების გამო - დეპუტატებს ეს შეკითხვა, ლატვიის გარდა, იქ მყოფ სალომე ზურაბიშვილთანაც აქვთ.
"ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის" ინფორმაციითვე, ლატვიამ რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა შორის გერმანია ჩაანაცვლა და ბოლო წლებში რუსეთთან იმპორტი ორჯერ გაზარდა.