30 მარტი 2025,   13:59
ვრცლად
სამხრეთ კორეის სანაპიროსთან რუსულ გემს ცეცხლი გაუჩნდა - არიან დაშავებულებიც

სამხრეთ კორეაში, ბუსანის სანაპიროსთან რუსულ სამაცივრო ხომალდ Crystal Asia-ს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენი ოთხი დაშავებული კი - სამაშველო კატერით.

გემზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.