31 მარტი 2025,   01:11
ვრცლად
თურქეთში, ზამთრის კურორტზე სასტუმრო დაიწვა - ხანძარს მამა-შვილი შეეწირა

თურქეთში, ბურსას პროვინციაში, სათხილამურო კურორტ ულუდაგში სასტუმრო დაიწვა. როგორც თუქრული მედია იტყობინება, ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, დაიღუპა მოთხილამურე ბერკინ უსტა და მისი მამა იაჰია უსტა, რომელიც თურქეთის სათხილამურო და სნოუბორდის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. ბერკინ უსტას დედა, ფიქრიე უსტა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ბერკინ უსტა 2024 წლის ზამთრის ოლიმპიური თამასების მონაწილეა.

სასტუმროში სადაც ხანძარი გაჩნდა, მიმდინარე წლის იანვარში ტურისტული საქმიანობის სერტიფიკატის არარსებობის გამო დაიხურა. როგორც ცნობილია, სასტუმროს სერტიფიკატს ვადა გაუვიდა და მისი საქმიანობის ლიცენზია მუნიციპალიტეტს არ განუახლებია.

ბურსას მერის განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის შედეგად, სასტუმროს შენობა სერიოზულად დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სარემონტო სამუშაოები, ან სამზარეულოში ცეცხლის გაუფრთხილებლად გამოყენება ყოფილიყო. ზუსტი მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები
მეტი