
მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელი ევგენია გუცული ქვეყნის დატოვების მცდელობისას კიშინეუს აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის პრესსპიკერი ანჯელა სტარინსკი.
მედიის ინფორმაციით, მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მას პოლიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებასა და 2022 წელს კიშინეუში გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. გუცული ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2024 წელს ევგენია გუცული აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო სიაში შეიყვანეს. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ის და კიდევ რამდენიმე გაგაუზიელი პოლიტიკოსი მოლდოვაში დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.
გაგაუზია რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებით დასახლებული ავტონომიური რეგიონია.