06 აგვისტო 2026,   16:08
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებულ რძესთან და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს. 

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები