14 აგვისტო 2026,   05:22
ვრცლად
"საქართველოში გაიმართება ევროპის ძიუდოს კავშირის მთავარი ტურნირი - ევროპის ჩემპიონატი. რატომ თბილისი და საქართველო? იმიტომ, რომ საქართველო ძიუდოს ქვეყანაა" - ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი

ძიუდოს ქვეყანა - ასე მოიხსენიებს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი საქართველოს. ლასლო ტოთის თქმით, მონტენეგროში ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველო ორგანიზების ამ დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

"მომავალ წელს საქართველოში გაიმართება ევროპის ძიუდოს კავშირის მთავარი ტურნირი - ევროპის ჩემპიონატი. რატომ თბილისი და საქართველო? იმიტომ, რომ საქართველო ძიუდოს ქვეყანაა. ასე რომ ჩვენ ვბრუნდებით საქართველოში. მონტენეგროში ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ორგანიზების ამ დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს", - აცხადებს ლასლო ტოთი.

საქართველოს, როგორც 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას, EJU-ს დროშა გადაეცა.

დღის ამბები