09 აგვისტო 2026,   18:03
ვრცლად
შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხმაური იყო ჭიათურაში. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი ასევე არ აძლევენ მაღაროების ამუშავების ჯგუფს ობიექტზე შესვლის საშუალებას. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებულები, ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის, დასაქმებულების, პროფესიული კავშირების და სახელმწიფოს ჩართულობით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა არსებობს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, შუქრუთისა და კოროხნალიდ მაღაროების პიკეტირების მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ჩაშალონ პროცესი. მათ უკვე აღებული აქვთ კომპენსაციები.

დღის ამბები