09 აგვისტო 2026,   18:36
ვრცლად
პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა

პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა - საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, ასევე, ჟურნალისტის ახლობლები და პოლიტიკოსები. სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა, ისმოდა შეძახილები.

ხმაური იყო დილითაც, ითხოვდნენ სახლში შესვლას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. გამოძიება "ნანუკას ფონდის" საქმიანობას ეხება. მუხლი რითაც საქმე
არის აღძრული, საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარებაა.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა ადვოკატმა "რუსთავი 2-თან" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

დღის ამბები