
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ოპოზიციონერს მთავარი საგამოძიებო უწყება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება, რაც ჯარიმით, ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღევანდელ სხდომაზე მელიასთვის გირაოს შეფარდება პროკურორმა პოლიტიკოსის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხიდან გამომდინარე მოითხოვა, თავად "ახალის" ლიდერი ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გამოძიება არც სიმართლეს და არც მართლმსაჯულებას არ ემსახურება.