21 მაისი 2025,   19:24
ვრცლად
დღეს, ლონდონში ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში, "არსენალი" ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ს" დაუპირისპირდება

დღეს, ლონდონში ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში არსენალი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება. გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე მატჩის აფიშა იმის გარანტიას იძლევა, რომ შეხვედრა სანახაობრივი და საინტერესო უნდა გამოდგეს.

არსენალი და პსჟ სწრაფ, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, რაც ფეხბურთის ქომაგისთვის უმთავრესია. ამ შეხვედრას დამატებით ინტერესს სძენს, მიკელ არტეტასა და ლუის ენრიკეს დაპირისპირება, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ თავის საქმეში, ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და ეს მათ ნახევარფინალამდე მიმავალ გზაზეც დაადასტურეს, როცა მიკელ არტეტას გუნდმა სხვებთან ერთად მადრიდის რეალი, ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა კი ლივერპული დაამარცხეს. პსჟ ქართველის ჩათვლით, ინდივიდუალისტებით სავსე გუნდია, რომელიც მეტოქეს, ყოველთვის არაპროგნოზირებად თამაშს სთავაზობს და ამ სცენარმა პარიზელები ნახევარფინალამდე მიიყვანა. არტეტას გაწვრთნილი არსენალი, ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ქართველებისთვის კი მთავარი ხვიჩა კვარაცხელიას მინდორზე ყოფნა და მისი მაღალ დონეზე ჩატარებული მორიგი შეხვედრაა. ქართველი ფეხბურთელი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რაც კვარაცხელიამ არა ერთხელ დაამტკიცა და დღევანდელ შეხვედრაშიც ამის გაკეთებას შეეცდება.

დღის ამბები