21 მაისი 2025,   09:01
ვრცლად
ხარკოვზე შეტევის შედეგად, 38 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

ომი გრძელდება უკრაინაში. გვიან ღამით, შეტევა იყო ხარკოვზე. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 38 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

დარტყმის სამიზნე გახდა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე უბანი. სახანძრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ოკუპანტებმა დრონებით იერიშები მიიტანეს დნეპროზეც. ქალაქში, აფეთქებების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 1 მოქალაქე.

დღის ამბები