09 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა - საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილიდან მსუბუქად დაშავებული 2 პირი გამოიყვანა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე 3-სართულიან შენობაში, მეორე სართულზე, იატაკი ჩაინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, შესაბამისი სამსახურები კი ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

დღის ამბები