24 ივნისი 2025,   10:40
ვრცლად
მტკვარში გვიან ღამით გადავარდნილი მანქანისა და შიგნით მყოფი პირების სამძებრო სამუშაოები 7 საათზე მეტია გრძელდება - 1 მგზავრის ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს

შვიდ საათზე მეტია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მაშველები მუშაობენ. ისინი გვიან ღამით მდინარეში ჩავარდნილი მანქანის ამოყვანას ცდილობენ და მანქანაში მყოფ მგზავრებს ეძებენ.

ინციდენტიდან მალევე, მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ის კლინიკაშია გადაყვანილი და კონტაქტურია.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს.

დღის ამბები