10 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ დასრულდა წინასასამართლო პროცესი. მას  დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.   

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. 

ოქრუაშვილი კომისიამ სხდომაზე დაიბარა, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

 

 

დღის ამბები