
ეროვნულ გალერეაში მხატვრისა და ხელოვნების კრიტიკოსის, ალექსანდრე შერვაშიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, სცენოგრაფიული ნიმუშები, სპექტაკლებიდან "ტრისტანი და იზოლდა", "პრომეთე", "მასხარა ტანტრისი".
გამოფენაზე მაყურებელმა იხილა კოსტიუმების დიზაინისთვის შექმნილი ესკიზები, ილუსტრაციები, ფერწერული ნიმუშები და დოკუმენტები პირადი არქივიდან. გამოფენის დათვალიერება სტუმრებს 16 ივნისამდე შეუძლიათ.