
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, სადგურის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.