04 ივნისი 2026,   23:23
ვრცლად
ბატონი რუბიოს განცხადება იყო ძალიან ბუნდოვანი, მან არც საქართველო დაასახელა, არც "ქართული ოცნება" - ლევან მაჭავარიანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ამერიკის პირველ დიპლომატს უილსონის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად კონკრეტული აქცენტი საქართველოზე არ გაუკეთებია და მან ზოგად კონტექსტში ისაუბრა.

"ბატონი რუბიოს განცხადება იყო ძალიან ბუნდოვანი. მან არც საქართველო არ დაასახელა, არც "ქართული ოცნება", მან თქვა, მთავრობა, რომელიც აკონტროლებს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. რას გულისხმობდა ის, მეტი სიცხადე არის ამასთან დაკავშირებით საჭირო და სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენ მოქმედი ადმინისტრაციისგან. ბატონი პრემიერის ბოლო ღია წერილიც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენ გვჭირდება სიცხადე ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით, ვინაიდან გვაქვს სრული თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ რა უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენი რეალური პარტნიორობის", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები