09 აგვისტო 2026,   19:11
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ზურა აბაშიძე აირჩიეს

საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ზურა აბაშიძე აირჩიეს. სხდომაზე აბაშიძის არჩევა 26 ხმით მოხდა.

აბაშიძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და თბილისის მერის პირველი მოადგილის, ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნა.  

"პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ნამდვილად, დიდი პატივია იყო საქართველოს დედაქალაქის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია მაძლევს საშუალებას იმისათვის, რომ უფრო მეტი საკითხები გადავჭრათ. დღეს არსებული პრობლემები, რომელიც არსებობს დედაქალაქში,“ - აცხადებს  ზურაბ აბაშიძე. 

დღის ამბები