7 ივნისს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. ინფორმაციას "თელასი" აქვეყნებს:
"გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.