21 ივნისი 2026,   12:39
ვრცლად
დაპირისპირება და შეტაკებები ლოს-ანჯელესში - მიგრანტების რეიდების საფუძველზე დაწყებული პროტესტი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა

დაპირისპირება და შეტაკებები ლოს-ანჯელესში - მიგრანტების რეიდების საფუძველზე დაწყებული პროტესტი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პენტაგონისთვის სამოქალაქო წესრიგის უზრუნველსაყოფად, ლოს-ანჯელესში დამატებით 2000 ეროვნული გვარდიის მებრძოლის გაგზავნის ბრძანება გამოსცა.

პარალელურად, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ძალადობრივი პროტესტის ჩახშობაში, საჭიროების შემთხვევაში, კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბაზებზე განლაგებული აქტიური სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან. დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებდნენ, რასაც აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა.

დღის ამბები