18 ივლისი 2025,   17:30
ვრცლად
გონიოში ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა - დაშავდა 2 ადამიანი

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაშავდა 2 ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი სატვირთო ავტომობილსაც დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები