
მეორე დღეა, ქუთაისი "გემო ფესტს" მასპინძლობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.
ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ, სამი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალში იმერეთში მოქმედი 50-მდე კვების, ღვინის და სამეწარმეო ობიექტი მონაწილეობს. გარდა ამისა მოწყობილია გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები.
ფესტივალის მიზანია, რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. "გემო ფესტი" 13 ივნისს დაიწო და 15 ივნისს დამთავრდება.