
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მერი ხის განმავითარებელი სათამაშოების საწარმოს გახსნას დაესწრო.
პროექტის მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
ორგანიზაცია "ერთად ცვლილებებისთვის" მიერ წარმოდგენილი პროექტი მერიის სოციალური პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების საწარმოში რვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დასაქმებული.