"რა არის ევროპა" - ამ შინაარსის სემინარი ჩატარდა კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
შეხვედრაზე განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ასევე, როგორ ჩამოყალიბდა ევროპის კავშირის ინსტიტუციები და როგორია ევროპის პოლიტიკური თუ კულტურული მრავალფეროვნება.
გარდა ამისა, სემინარზე გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, ევროპულ სივრცეში საქართველოს როლზეც იმსჯელეს.