დღეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წელს გაუჩინარებული და მოკლული რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედას ელოდებიან.
შეგახსენებთ, ცინდელიანის საქმე პროკურატურამ 2014 წელს გახსნილად გამოაცხადა და შედეგად, კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას ბრალი დაუმძიმდა.
დროებითი კომისიის წევრები დღესვე განიხილავენ ზუსტად ექვსი წლისწინანდელ, 20 ივნისის მოვლენებს. სხდომა დილის 10:00 საათზე დაიწყება.
“საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანების დაბარებას, ახსნა-განმარტებებს. ამჯერად იქნება ორ საკითხთან დაკავშირებით - ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა, რაზეც დღეს ისაუბრებენ ადამიანები და რაც იყო, სამწუხაროდ, ხელწერა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი; ასევე 2013 წლის 20 ივნისის მოვლენები, როდესაც ადმინისტრაციის მაშინდელი შესაბამისი თანამდებობის პირი იქნება მოსული კომისიაზე“, - აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.