18 ივლისი 2025,   17:03
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარუდგინეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რომეო მიქაუტაძე, 8 წლის განმავლობაში თანამდებობით უკანონოდ სარგებლობდა, შედეგად კი მისი ქონება მილიონობით ლარით გაიზარდა. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

დღის ამბები