17 ივლისი 2025,   19:21
ვრცლად
"აშშ-მა წინასწარ გვაცნობა დაგეგმილი აქტივობების შესახებ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ამ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა" - დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი, ჯონათან რეინოლდსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბვაზე ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ სპეცოპერაციაში დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობდა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარ გვაცნობა დაგეგმილი აქტივობების შესახებ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ამ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა. ირანსა და ირანის რეჟიმს, რეგიონში მათი ქცევისა და იმ რისკის გამო, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ვერ მივცემდით ბირთვული იარაღის ქონის უფლებას.

ირანმა არ მოუსმინა დიპლომატიას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობები არ გამოიყენა.

ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ. ახლა ჩვენი ყურადღება დეესკალაციასა და სტაბილურობისაკენ უნდა იყოს მიმართული", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხზე შეფასებები კეთდება ტოკიოშიც. იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია უმოკლეს დროში დეესკალაციის მიღწევაა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი უმოკლეს დროში დეესკალაციის მიღწევაა. ასევე, უნდა შეჩერდეს ირანის ბირთვული იარაღის განვითარება. დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას," - აღნიშნა შიგერუ იშიბამ.

 

დღის ამბები