თამილა დვალიშვილი, უკვე 25 წელია, რევმატოიდულ პოლიართრიტს ებრძვის. დაავადება მუდმივად პროგრესირებს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო ართულებს. უკვე გამოყენებული აქვს დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტი "აქტემრა", რომელიც საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. სექტემბრიდან მერიის ახალი პროგრამით ისარგებლებს და ამ ძვირადღირებულ მედიკამენტს, 100%-იანი დაფინანსებით მიიღებს.
რევმატოიდული ართრიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი ამ დაავადებას ებრძვის. მედიკოსების თქმით, "აქტემრას" დაფინანსებით, საქართველოში დაავადების მართვა უფრო გამარტივდება.
ართრიტის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მედიკამენტს, პაციენტებს, დედაქალაქის მერია დაუფინანსებს. გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა, დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მედიკამენტის დასაფინანსებლად, პაციენტებმა სამედიცინო დასკვნა დედაქალაქის მერიაში უნდა წარადგინონ. შესაბამისი სამსახური სპეციალურ ვაუჩერს გასცემს, რომლითაც მედიკამენტის შეძენა პაციენტებს აფთიაქში შეეძლებათ.
ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება პირველი სექტემბრიდან დაიწყება.