07 აგვისტო 2026,   11:41
ვრცლად
კანონპროექტში მექანიზმებია გათვალისწინებული, რაც დააზღვევს თუნდაც ხელოვნური დეფიციტის შექმნას - მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რომლის იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის პირობებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება.

"სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას ამაზე, ეს ნიშნავს, რომ კარგად გვესმის რა იქნება სახელმწიფოს მოვალეობა და როგორ უნდა შესრულდეს. ეს, ბუნებრივია, რომ იგეგმება. საბედნიეროდ, კანონპროექტის განხილვის დროსაც მოხერხდა გარკვეული დებულებების ასახვა კანონად ქცეულ კანონპროექტში, რომელშიც ისეთი მექანიზმებია გათვალისწინებული, რაც დააზღვევს თუნდაც ხელოვნური დეფიციტების შექმნას. ჩვენ, ბუნებრივია, რომ ამას ვაკონტროლებთ", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, მათი იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

 

დღის ამბები