08 აგვისტო 2026,   22:36
ვრცლად
შიდა ქართლის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა, სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

"გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობაზე და განაცხადა, რომ სამუშაოები რეგიონებიდან მიღებული წინადადებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიგეგმება. საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები