07 აგვისტო 2026,   20:18
ვრცლად
გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ურბანული წესრიგის დაცვა - მოტოინსპექციის პროექტი დღეიდან მუნიციპალიტეტს გარემოს მონიტორინგში დაეხმარება

მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები იმ ახალ სატრანსპორტო საშუალებებზე საუბრობენ, რომელიც მათთვის გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს, რეაგირებას კი უფრო ეფექტურს ხდის. მოტოინსპექცია ის ახალი მიმართულებაა, რომელიც დღეიდან მუნიციპალიტეტს გარემოს მონიტორინგში დაეხმარება.

20 ერთეული თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ ტრიციკლი დედაქალაქის მასშტაბით უკვე განაწილებულია. მოტოინსპექცია კონტროლს განახორციელებს ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება სამშენებლო და ინერტული მასალებით, აკუსტიკური ხმაური და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება საზოგადოებრივ სივრცეებში.

გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ურბანული წესრიგის დაცვა - დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ განახლებული აღჭურვილობა და სპეციალური ტექნიკა მუნიციპალიტეტს სამართალდარღვევების შემთხვევების გამოვლენაში დაეხმარება.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქალაქის იერსახის დაზიანების, გარემოს ნარჩენებით დაბინძურების და გარევაჭრობის 1654 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

დღის ამბები