12 აგვისტო 2026,   08:14
ვრცლად
ისტორიაში პირველად, საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. მიმდინარე ტურნირზე საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.

საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი.

ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

დღის ამბები