17 აგვისტო 2026,   23:48
ვრცლად
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტის მინისტრი აშშ-ის ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ვეტერანი მოფარიკავე და მწვრთნელი არჩილ ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად ამერიკის ფარიკაობის ნაკრების წევრებს წვრთნის.

მინისტრმა შალვა გოგოლაძემ არჩილ ლორთქიფანიძე, ქართულ ფარიკაობასა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

დღის ამბები