ეროვნული არქივი საქართველოს ისტორიაში გვამოგზაურებს - იქ, სადაც ვახტანგ მეექვსის მოღვაწეობა ძველნაბეჭდ წიგნებსა და უნიკალურ ხელნაწერებში ისევ იკითხება.
მეფე ვახტანგის დაბადებიდან 350 წლისთავი წელს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით და მასშტაბური გამოფენით აღინიშნება.
ფონდში დაცული 171 ისტორიული დოკუმენტი გვაჩვენებს, თუ როგორ წერდა, ფიქრობდა და მართავდა ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მეფე საქართველოს ისტორიაში.
ვახტანგ მეექვსე იყო პირველი, ვინც თბილისში სტამბა დააარსა, სამართლის კოდექსი შეადგინა, უდიდესი ყურადღება დაუთმო განათლებასა და კულტურას.
მასშტაბური გამოფენა სექტემბერში გაიხსნება. ეს იქნება საზოგადოებისთვის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს საქართველოს ისტორიის საუკუნოვან მასალებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი