15 აგვისტო 2026,   12:21
ვრცლად
მსოფლიოს თამაშები ჩინეთში და ახალი ისტორიული შედეგი საქართველოსთვის - არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან, სპორტსმენმა თემურ სამხარაძემ ჩემპიონობა მოიპოვა

მსოფლიოს თამაშები ჩინეთში და ახალი ისტორიული შედეგი საქართველოსთვის - ჩვენი ქვეყნიდან არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან ერთადერთი სპორტსმენი - თემურ სამხარაძე ასპარეზობდა.

ქართველმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 990 კილოგრამი მოაგროვა, ჩაჯდომში 370 კგ დააფიქსირა, წოლჭიმში - 225 კგ, ამოწევაში კი - 395 კილოგრამი და ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია.

ქართველი ათლეტი ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს თამაშებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

დღის ამბები