06 აგვისტო 2026,   16:22
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ანაკლიის ბანაკს ესტუმრა

განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, ირაკლი ნატროშვილთან ერთად, ანაკლიის ბანაკს ესტუმრა. ბანაკი სტუდენტების მეოთხე ნაკადს მასპინძლობს.

შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ამასთან, საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა.

წელს, ანაკლიის ბანაკი, ჯამში, 3 000-მდე ახალგაზრდას მიიღებს.

დღის ამბები