09 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
გურჯაანში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა - წელს, ყურძნის ჭარბ მოსავალს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დეტალურად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სიახლეები.

2025 წლის რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ხოლო ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაიბარებს დადგენილ ფასად.

"აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის", - აცხადებენ სააგენტოში.

დღის ამბები